BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ივლისს ნაყინის ფესტივალი გაიმართება.
 
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში 25-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ შორის, ნაყინის მცირე მეწარმეები და ნაყინის მასიური მწარმოებლები.
 
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს თემატური ფოტოკუთხეები, სახალისო აქტივობები, პრიზები, ზღაპრის გმირები და ანიმატორები დახვდებათ, სპეციალურად მოწვეული დიჯეის მუსიკალური გაფორმების ფონზე, ჩატარდება კოქტეილის მასტერკლასები.
 
ღონისძიება „რანინას“ საიუბილეო სეზონის მონაწილეების კონცერტით გაიხსნება. დამთვალიერებლები შეძლებენ, შეიძინონ თემატური ხელნაკეთი ნივთები, ასევე, გაეცნონ ნაყინის მრავალფეროვნებას.
 
„დიდი ნაყინობანა“ ბოტანიკურ ბაღში მესამედ იმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად ჩატარდება. ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება. ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ ორი დღის განმავლობაში, 14:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება.
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
266