BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქსტატმა ეკონომიკური ზრდის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის ახალ მონაცემებს აქვეყნებს. მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტი 11,6 %-ით არის გაზრდილი.

2022 წლის იანვარ-მაისში რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 11,2 %-ს  შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით, საქართველო უკვე 5-ი თვეა ორნიშნა ეკონომიკურ მაჩვენებელს ინარჩუნებს - ტურიზმი, საგარეო ვაჭრობა, უცხოური ინვესტიციები, ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიმართულებებისა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობები გაზარდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (”საქსტატი”) აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ წინა წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შეინიშნება. 

"ზრდის ტენდენცია შეინიშნება პრაქტიკულ ად ყველა სექტორში. ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 43%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა გაიზარდა 37 %-ით,"- აცხადებს გოგიტა თოდრაძე. 

233