BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სრულად იქნება აღდგენილი - რუსეთის ყოფილი პრემიერი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოები შეიქმნა, მისი საზღვრებით, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ იყო აღიარებული – ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა, მიხაილ კასიანოვმა  „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“რუსეთის ფედერაციამ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა მისი საზღვრების ფარგლებში. მე ეუთოს პოზიციასაც ვეყრდნობი, რუსეთის გადაწყვეტილება არღვევს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილ უსაფრთხოების სისტემას,  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახელმწიფოები შეიქმნა, მისი საზღვრებით, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოების მიერ იყო აღიარებული -  მათ შორის რუსეთის მიერაც მაგრამ , კრემლის ქმედებები ამ აღიარებას არღვევს. ამის გამოსწორება უნდა მოხდეს ,ეს პუტინის რეჟიმის შეცდომაა და კრიმინალური მოქმედება ,  შესაბამისად  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სრულად იქნება აღდგენილი.”- განაცხადა კასიანოვმა.  

მისივე შეფასებიოთ,  იმის გათვალისწინებით, თუ რა მხარდაჭერას უწევს დასავლეთი უკრაინას, წლის ბოლო იქნება ომის ფრონტზე გარდამტეხი  და კიდევ ნახევარი წელი იქნება საჭირო ომის დასრულებისთვის.

„მინდა მჯეროდეს, რომ უკრაინა შეძლებს დაიცვას დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, და პუტინი იქნება დამარცხებული. სანქციები უკვე არის პუტინის და რუსეთის მოსახლეობის დასჯა, დასჯა იმის გამო რომ ჯერ კიდევ ითმენენ პუტინს. სანქციები მოქმედებენ, მაგრამ სანქციებს არ შეუძლია ომის გაჩერება.ომის გაჩერება მხოლოდ  უკრაინელების მამაცობას შეუძლია. მათი მამაცობა კი უნდა იყოს გაძლიერებული შესაბამისი შეიარაღებით, რაც უკრაინისკენ უკვე მიემართება. ამიტომ, მინდა მჯეროდეს, რომ საკუთარი ქვეყნის დაცვის გეგმის განხორციელებას შეძლებენ და ამისათვის, ჩემი შეფასებით ერთი წელი გახდება საჭირო.“ – დასძინა რუსეთის ყოფილმა პრემიერმა.

 

1376