BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კანდიდატის სტატუსზე დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად ზელენსკი გუშინ 11 ქვეყნის ლიდერს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ტელეფონით ესაუბრა 11 ქვეყნის ლიდერებს უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
 
კერძოდ, მისი თქმით, ის ესაუბრა ლატვიის, საბერძნეთის, შვედეთის, ესტონეთის, ჩეხეთის, ბელგიის, ავსტრიის, სლოვენიის, მოლდოვის და ასევე ლიეტუვის პრეზიდენტ ნაუსედას, რომელსაც გამოუცხადა სრული მხარდაჭერა რუსეთის კალინინგრადის ოლქის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.
 
„გავაგრძელებ ასეთ მარათონს – ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოსთვის მაქსიმალური მხარდაჭერა. საკვანძო ევროპულ გადაწყვეტილებას საღამოსთვის ველოდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
162