BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სტიქია სამეგრელოში – დატბორილია საცხოვრებელი სახლები

უხვმა ნალექმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა, დაიტბორა სენაკი, წალენჯიხის სოფლები,ანალოგიური ვითარებაა ზუგდიდისა და ხობის რაიონშიც. 
 
ადგილობრივების თქმით, საცხოვრებელი სახლები დაიტბორა სენაკში. 2-საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად მთიდან მოვარდნილი ღვარცოფი სახლებში შევარდა. 
 
დატბორილია სავალი გზები, განადგურებულია ნათესები და შეჩერებულია საავტომობილო მიმოსვლა.
 
წალენჯიხის სოფელ საჩინოში მოვარდნილმა ღვარცოფმა შიდა გზები ჩამოშალა, ამასთან დაიტბორა ხიდები და სახნავ-სათესები. სტიქიამ გაანადგურა მოცვის პლანტაციები. 
 
209