BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

2012 წლამდე სასამართლო ჩვეულებრივი ნოტარიუსის ოფისი იყო“ - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის პირველ ოქტომბერს მძიმე მემკვიდრეობა ჩაიბარა. ამის შესახებ საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
 
მისი შეფასებით, 2012 წლამდე სასამართლო ნოტარიუსის ოფისს ჰგავდა, სადაც პროკურორის ბრძანებებს ასრულებდნენ.
 
„ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა, რეალურად, დამყარებული, დამკვიდრებული დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, ოჯახებს ანადგურებდნენ, ასეთი მემკვიდრეობის შემდეგ, სადაც არავითარი ნიშანწყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არავითარი მედია თავისუფლება არ არსებობდა ქვეყანაში, არავითარი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ არსებობდა, და მთლიანად სახელმწიფო მანქანა, სისტემა იყო გადაქცეული რეპრესიულ სისტემად, ჩაგვრის და მოქალაქეების განადგურების სისტემად. ეს მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ჩვენ 2012 წლის პირველ ოქტომბერს. და მე მინდა შევახსენო ყველას, რომ სასამართლო მაშინ იყო ჩვეულებრივი ნოტარიუსის ოფისი. რასაც დაავალებდა პროკურორი, იმ გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. ეს მემკვიდრეობა დაგვიტოვეთ თქვენ, ძვირფასო ბატონებო. რაც შეეხება მედია თავისუფლებას, ქვეყანაში არც ერთი ოპოზიციური არხი არ არსებობდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
189