BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რუსეთი იტოვებს უფლებას, იმოქმედოს ეროვნული ინტერესების დასაცავად – რუსეთის მუქარა ლიეტუვას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის დანარჩენ ტერიტორიას შორის ლიეტუვის გავლით ტვირთის ტრანზიტი სრული მოცულობით თუ არ აღდგება, რუსეთი საპასუხო ნაბიჯებით იმოქმედებს.
 
„უახლოეს ხანში კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის დანარჩენ ტერიტორიას შორის ლიეტუვის გავლით ტვირთის ტრანზიტი სრული მოცულობით თუ არ აღდგება, მაშინ რუსეთი იტოვებს უფლებას, იმოქმედოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, – ნათქვამია რუსეთის საგარეო სამქეთა სამინისტროს განცხადებაში.
 
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ლიეტუვის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალა იმ პროდუქციის ტრანზიტი, რომლის წინააღმდეგაც ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული. მათ შორის აიკრძალა ქვანახშირის, მეტალების, სამშენებლო მასალის და ახალი ტექნოლოგიების ტრანსპორტირება. მედია ასევე იუწყება, რომ კრემლში ლიეტუვის გადაწყვეტილებას უპრეცედენტო უწოდეს.
 
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არალეგალურია. ეს სერიოზული სიტუაციაა, რომელიც შესწავლას საჭიროებს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
 
კალინინგრადის ოლქი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის მდებარეობს და მას რუსეთი ლიეტუვის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზით და მილსადენებით ამარაგებს.
 
 
219