BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს ბედი და საქართველოს პერსპექტივა, არის ევროპაში. 
 
ზურაბიშვილი, თავის მიერ დაანონსებულ აქციაზე, ევროპის მოედანზე ცოტა ხნის წინ მივიდა. მისი თქმით, "დღეს აქ [აქციაზე] პრეზიდენტი არ არის".
 
"ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად. ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემიარჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის რასაც მიჩვეული ხართ, ანუ რაღაცა პარტიული შეხვედრები. აქ მოქალაქეები არიან ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ დღეს გამოხატოს, რომ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა, ერთადერთი არის ევროპაში. ამისი ჩვენება გვინდოდა ჩვენ ერთმანეთისთვის" - აღნიშნა პრეზიდენტმა. 
 
 
 
 
210