BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ეროვნული ბანკის პასუხი არახამიას

უკრაინული ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერისა და უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში დელეგაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსები ქართულ კომპანიებს და ბანკებს აქტიურად იყენებენ. არახამიამ მოუწოდა შეერთებულ შტატებს, მიიღონ ზომები ამ ბრალდებებთან დაკავშირებით.
 
საქართველოს ეროვნულ ბანკში დავით არახამიას ბრალდებებს პასუხობენ და აცხადებენ, რომ გამორიცხულია სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს.
 
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:
 
„ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს.
325