BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რას ნიშნავს რუსული არმიის სიმბოლო „Z“? - რუსი პოლიტიკოსის განმარტება

მენდელევის ცხრილიში ასო ზეტი ასო ენთან ერთად - თუთიას ნიშნავს, ჩვენს ენაზე ჟარგონულად კი თუთიის კუბოები შეიძლება გაგვახსენდეს – განაცხადა, რადიო "მაესტროსთან" ინტერვიუში, რუსეთ–უკრაინის ომზე საუბრისას  რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლეონიდ გოზმანმა.
 
ჟურნალისტის კითხვას:რას ნიშნავს ასო „ზეტი“? რა გზავნილია ეს და რისი თქმა სურს რუსეთის არმიას  და პუტინს ამით – გოზმანმა უპასუხა: –"ეშმაკმა იცის, არ ვიცი, მათ არასოდეს გაუკეთებიათ აღნიშნულზე ახსნა-განმარტება."
 
მისეივე თქმით, ასეთი ზოგადი სიმბოლოები უფრო კარგად მუშაობენ.  
 
"ძალიან ბევრი ადამიანი იცინის და მეც ვწერდი აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს ასო არის მტრის ანბანის ბოლო ასო, თუ ლათინური ასეობით დავწერთ სიტყვა „ტრაკს“ - სიტყვის პირველი ასო იქნება „ზეტი“, მენდელევის ცხრილიში ასო ზეტი ასო ენთან ერთად - თუთიას ნიშნავს, ჩვენს ენაზე ჟარგონულად კი თუთიის კუბოები შეიძლება გაგვახსენდეს, რაც გარდაცვლილებს ნიშნავს. ასევე შეიძლება ვთქვათ სიტყვა ზომბი - ასო „ზეტით“ იწყება. რატომ მოიფიქრეს ეს ასო, არ ვიცი, არც განუმარტავთ, მაგრამ ზეტი კარგი სიმბოლოა, ნუ, მათთვის კარგია, რადგან ეს ის სიმბოლოა  რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს. აი სიმბოლოს, რომელსაც რაღაც დატვირთვა და შინაარსი აქვს, ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ დაეთანხმებიან მის შინაარს. ხოლო, ასეთი ზოგადი სიმბოლოები უფრო კარგად მუშაობენ.  თუ გავიხსენებთ სერბეთის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის კამპანიას, შემდეგი სლოგანით მიმდინარეობდა: „ასეა საჭირო“, როგორ არის საჭირო, რა არის საჭირო არავის გაუკეთებია მაშინ განმარტება. შესაბამისად, მაშინ მან ამ სლოგანით   შეძლო გამარჯვება! მსგავსი მიდგომები სხვადასხვა ქვეყნებშიც გამოიყენება და მუშაობს. იგივე იტალიაში, ბერლუსკონის პარტიის მიერ სმგავსი ტიპის სლოგანი იყო გამოყენებული, თქვენთან მაგალითად გამოიყენებოდა „ქართული ოცნება“, ამ სლოგანში ნებისმიერ ქართველს შეეძლო საკუთარი ოცნება ჩაექსოვა"– აღნიშნა გოზმანმა.
 
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აქ 
618