BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები უკანასკნელი ერთი წლის მინიმუმზეა

საქართველოს საერთაშორისო რეზერვები უკანასკნელი ერთი წლის მინიმუმზეა. ამის სესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში წერია. 
 
სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის აპრილში საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ქვეყანაში დაახლოებით 3,826 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა მარტში აღნიშნული მაჩვენებელი 4,030 მლრდ აშშ დოლარზე იყო.
 
გარდა ამისა, საერთაშორისო რეზერვებს კომპონენტების მიხედვით, სარეზერვო აქტივებში ყველაზე დიდი წილი უცხოური ვალუტის რეზერვებზე მოდის, რომელმაც აპრილში დაახლოებით 3,346 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მარტთან შედარებით 195 მლნ დოლარით ნაკლებია. შემდეგ მოდის სესხების სპეციალური უფლებები (SDR), რომელიც მარტში 13,034 მლნ დოლარით შემცირდა და 465.182 მლნ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება სხვა სარეზერვო აქტივებს, ეს მაჩვენებელი აპრილში გაიზარდა და 14,950 მლნ დოლარი შეადგინა.
 
როგორც მონაცემები გვიჩვენებს, ერთ თვეში საერთაშორისო რეზერვების 204 მლნ აშშ დოლარით შემცირების ძირითადი მიზეზი უცხოური ვალუტების რეზერვების შემცირებაა.
434