BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რამდენით გაიზარდა იპოთეკური სესხების მოცულობა? – დეტალები

იპოთეკური სესხების მოცულობა 83%-ით, უძრავი ქონების გაყიდვები კი 35%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია აღნიშნული.
 
კერძოდ, კვლევის თანახმად, 2022 წლის 1-12 აპრილის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობამ მნიშვნელოვნად იმატა და ზრდამ 2021 წელთან შედარებით, 83% შეადგინა.
 
ამასთან, 1-9 აპრილის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში 35%-ით გაიზარდა.
496