BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

წლიური ინფლაციის დონემ 11.8% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2.5%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.8% შეადგინა.
 
„საქსტატის“ ცნობით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2022 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6%-ით განისაზღვრა.
 
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
 
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 8.9 პროცენტით გაიზარდა, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაზრდილია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (11.9 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.3 პროცენტი);
 
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები 2%-ით გაიზარდა, რაც თვის ინფლაციაზე 0.68 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (3.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.0 პროცენტი).
 
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
 
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები 17.8 პროცენტით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.69 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
 
ბოსტნეული და ბაღჩეული (27.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (24.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (23.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (20.0 პროცენტი), თევზეული (19.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (16.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.5 პროცენტი);
 
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 21.6 პროცენტით გაიზარდა, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.6 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.5 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.8 პროცენტი);
 
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.4 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.85 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.3 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (2.4 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
483