BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოს მთის კურორტები: ამ ეტაპზე დამონტაჟებულია, სასრიალო ტრასების მხოლოდ 7-8%-ზე, რაც საკმაოდ მცირეა კურორტის თოვლით მოსამარაგებლად

მთის კურორტებზე (გუდაურსა და ბაკურიანში) ხელოვნური გათოვლიანება არის სტაციონარული (ანუ მისი სხვადასხვა ტრასაზე მოძრაობა შეუძლებელია) ნაგებობა, რომელიც ამ ეტაპზე დამონტაჟებულია, სასრიალო ტრასების მხოლოდ 7-8 % ზე, რაც საკმაოდ მცირეა კურორტის თოვლით მოსამარაგებლად. ევროპის კურორტებზე ტრასების 40=60 % ია გათოვლიანებული.
 
ამის შესახებ სქართველოს მთის კურორტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 
 
ამავე ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ თოვლის ზარბაზნების მუშაობას ახასიათებს ბევრი სპეციფიკური დეტალი, კერძოდ:
 
საჭიროა მაღალი მინუს ტემპერატურა, ანუ სისტემა ირთვება -3-4 გრადუსზე , ამ დროს ჰაერის ტენიანობა უნდა იყოს დაბალი და არ უნდა იყოს ძლიერი ქარი. ამ შემთხვევაში სისტემა მუშაობს მინიმალური დატვირთვით (3 მ³ თოვლი საათში) და ყინვის მატებასთან ერთად მატულობს წარმადობა -10-12 გრადუსის შემდეგ აღწევს სიმძლავრის მაქსიმუმს (20-25 მ³ საათში). თითოეულ ტრასას გასათოვლიანებლად მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობის შემთხვევაში სჭირდება მიახლოვებით 100 საათი და რაც ნაკლებია ყინვა მით იზრდება სამუშაო საათების პერიოდი.
 
წყლის დებეტი:
 
გუდაურში ამ ეტაპისთვის ეს პრობლემა გადაჭრილია, ვინაიდან დასრულდა ხელოვნური ტბის მშენებლობა და წყლის რეზერვი საკმარისია.
 
ბაკურიანში ,გათოვლიანების სისტემას ამუშავებს წყალმომარაგების კომპანიის მიერ მოწოდებული დებეტი, რომელიც ამ ეტაპისთვის მიახლოვებით 160 მ³ წყალია საათში.
 
სისტემის სრული სიმძლავრით მუშაობის შემთხვევაში, ეს მარაგი საკმარისია ერთდროულად 5-6 ქვემეხის ჩასართავად, რაც ბაკურიანის ქვემეხების საერთო ოდენობის მხოლოდ 10 % ია.
 
ამას გარდა არის უამრავი წვრილ-წვრილი ნიუანსი რომელიც გასათვალისწინებელია გათოვლიანების სისტემის მუშაობისას. ასევე, ძალიან ხშირად გვიწევს კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღება, რათა გათოვლიანებამ  არ გამოიწვიოს სხვა მნიშვნელოვანი სერვისების შეფერხება.
 
ასევე პრობლემურია სისტემის სათადარიგო ნაწილებით მომარაგების საკითხი. არასტაბილური ელ.მომარაგების და სხვა მიზეზების გამო დაზიანებული დეტალების ახლით შეცვლა ხშირად რამდენიმე თვეს მოითხოვს და კომპანიის თანამშრომლებს უწევთ სხვადასხვა აგრეგატების გადაწყობა, რათა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს სისტემის ფუნქციონირება.
 
მსგავს ვითარებაში (სრულ უთოვლობაში და თბილ ტემპერატურებზე) გათოვლიანების სისტემისგან მოლოდინი, რომ კურორტი სრულად იქნება უზრუნველყოფილი თოვლის საფარით არასწორია.
 
ხელოვნური ტბების აშენებასთან და გათოვლიანებული ტრასების მატებასთან ერთად, სისტემის შესამჩნევი ეფექტიც მოიმატებს და მომავალ წლებში უკეთესად შევძლებთ ვმართოთ კრიზისული უთოვლო პერიოდები.
 
თუმცა,  საბოლოო სიტყვა მაინც ბუნებას ეკუთვნის და ვერანაირი თანამედროვე ტექნოლოგიებით ვერ შევძლებთ დაზიანებული და გაჩანაგებული ბუნების სრულად აღდგენას, - განმარტავენ საქართველოს მთის კურორტებში. 
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
103