BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ქუთაისის აეროპორტში დეკემბერში მგზავრთნაკადი 51%-ით აღდგა

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დეკემბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 51% აღდგა.
 
კერძოდ, 2021 წლის დეკემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42 077 მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 82 551 მგზავრი იყო.
 
მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. დეკემბრში, აეროპორტში რეისების 63% აღდგა და 181 რეისს მოემსახურა. (2019 წლის  დეკემბერი - 289 რეისი).
 
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციითვე, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.
 
2021 წლის 18 აპრილიდან, მას შემდეგ, რაც აეროპორტი გაიხსნა, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი 282 072 მგზავრს და 1 349 რეისს მოემსახურა.
456