BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ნახევარი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების კიდევ ნახევარი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას უკავშირდება.
 
შესაბამისად, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ 2022 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა.
 
ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები პირველად 2014 წლის 31 ივლისს დაუწესა, რაც იყო საპასუხო რეაქცია უკრაინაში ვითარების დესტაბილიზების გამო.
 
2014 წლის სექტემბერში აღნიშნული სანქციების გამკაცრება მოხდა, 2015 წელს კი, ევროპულმა საბჭო დათანხმდა, მათი ხანგრძლივობა დაეკავშირებინა მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან.
 
ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის შემდგომ შეიარაღებულ აგრესიას უკრაინასთან მიმართებით "მასშტაბური შედეგები მოჰყვება".
460