BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

თბილისში იურიდიული პირებისთვის დასუფთავების გადასახადი იზრდება

პირველი იანვრიდან  თბილისში იურიდიული პირებისთვის დასუფთავების ფასების გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტში, რომელიც 22 დეკემბრით თარიღდება.
 
საუბარია მუზეუმებზე, სასტუმროებზე, სკოლებზე, კინოთეატრებზე, რესტორნებზე, კაზინოებზე და ა.შ.
 
თბილისის მერიაში ჯერჯერობით თავს იკავებენ კომენტარისგან  და ამბობენ, რომ განმარტება მოგვიანებით გაკეთდება.
 
რა წერია დადგენილებაში?
დადგენილებით ცვლილებები უნდა შევიდეს 2014 წელს დაწესებულ ფასებში.
 
შედარებისთვის- მუზეუმისთვის, ბიბლიოთეკებისა და გალერეებისთვის ფასი თითქმის 2-ჯერ იზრდება.
 
დადგენილებაში ასევე საუბარია ცვლილების მიზეზებზეც, კერძოდ იმაზე, რომ ქალაქში ნარჩენების 69%-ზე პასუხისმგებელი სწორედ იურიდიული პირები არიან. ნარჩენების გატანა კი ამ ეტაპზე იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე ეს დღეს არსებული გადასახადითაა გათვალისწინებული.
 
ამ ინიციატივას აკრიტიკებენ ენმ-ში, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ბიზნესისთვის გადასახადის გაზრდა ისევ მოქალაქეებზე აისახება ნეგატიურად, რადგან ისინი იძულებული იქნებიან მათი პროდუქცია/სერვისები გააძვირონ.
435