BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ტურისტულ ობიექტებს დასუფთავების გაზრდილ ტარიფს მერია ერთჯერადად დაუსუბსიდირებს

თბილისის მერია ტურისტულ ობიექტების დასუფთავების გადასახადისთვის 1000-ლარიან ერთჯერად ვაუჩერებს გადასცემს, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
 
აღსანიშნავია, რომ მერიამ საკრებულოში წარადგინა პროექტი, რომლის თანახმად, იურიდიულ პირებს დედაქალაქში დასუფთავების მოსაკრებელი ეზრდებათ. გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. 
 
„შემოდის 1000-ლარიანი ვაუჩერები ტურისტული ობიექტებისთვის, ესენია კვების ობიექტები და სასტუმროები. მათ შეეძლებათ ერთი წლის განმავლობაში ისარგებლონ ამ სუბსიდიით და შემდეგ დაიწყონ გადახდა. ამ სუბსიდიას მუნიციპალიტეტი გამოყოფს სუბიექტების სასარგებლოდ“, - განაცხადა ხმალაძემ.
502