BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამის კლუბების საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, ღამის კლუბების წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
 
როგორც Art4Culture-ის დამფუძნებელმა დავით ლეჟავამ განაცხადა, აქციაზე მთავრობის მიერ დღეს კლუბების გახსნის შესახებ გადაწყვეტილებას და სექტორის მიმართ დამოკიდებულებას გააპროტესტებენ.
 
აქციას საკლუბო სცენის წარმომადგენელთა უმრავლესობა შეუერთდება.
 
შეგახსენებთ, რომ კლუბები პანდემიის დაწყების შემდეგ, 21 თვეა რაც უმოქმედოდ არიან. სხვადასხვა პერიოდში  ისინი მთავრობას გახსნის მოთხოვნით მიმართავდნენ. ბოლო პერიოდში კი მოლაპარაკებების შედეგად, გახსნის გადაწყვეტილების მიღებას 17 დეკემბერს ელოდნენ.
 
წყარო: BM.GE
188