BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დაიღუპა 72 პაციენტი, გამოვლინდა კორონავირუსის 3 731 შემთხვევა – განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 50 626 ტესტით, კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 72 ადამიანი.
 
stopcov.ge-ის ინფორმაციით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4 295-ს შეადგენს.
 
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.78% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.53%.
 
3 731 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
 
თბილისი 1 491;
აჭარა – 172;
იმერეთი – 646;
ქვემო ქართლი – 196;
შიდა ქართლი – 327;
გურია – 104;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 328;
კახეთი – 199;
მცხეთა-მთიანეთი – 86;
სამცხე-ჯავახეთი – 146;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 36.
საქართველოს  მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში ვირუსის 45 163 აქტიური შემთხევევაა, საიდანაც 6 541 ადამიანი
 
მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:
 
თბილისში – 2 596;
აჭარაში – 523;
იმერეთში – 1 389.
“ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 674 პირი, მათ შორის, თბილისში – 633, აჭარაში – 124, იმერეთში – 514. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში – 208, აჭარაში – 43, იმერეთში – 32.
 
1 144 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 705 – თბილისში, 253 – აჭარაში.
 
37 478 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, — დასძენს საქართველოს მთავრობა.
 
პანდემიის კრიზისის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 853 833 შემთხვევაა აღრიცხული.  ვირუსს ჯამში 12 191 ადამიანი ემსხვერპლა.
253