BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს.
 
პროცესზე დასასწრებად სასამართლოსთან მივიდნენ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და თანაპარტიელები.
 
ცნობისთვის, თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს.
 
„ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ბრალდების მხარისთვის“,- აცხადებს შოთა თუთბერიძე.
224