BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გიორგი დანელია: საპენსიო აქტივების დარიცხული სარგებელი ამ დროისთვის 250 მლნ ლარს შეადგენს

დღეის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობა თითქმის 1.9 მლრდ ლარს შეადგენს და ამ პერიოდში დარიცხული სარგებელი არის 250 მლნ ლარამდე, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ ბიზნეს სექტორთან  შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 
 
"ეს არის ის სარგებელი, რომელიც სქემის მონაწილეებმა მიიღეს მათ დანაზოგებზე. სქემის მონაწილეების რაოდენობა ბუნებრივია იზრდება, 1.2  მლნ ადამიანს აჭარბებს უკვე და გაწევრიანების გარდა საპენსიო სააგენტოს დანაზოგებით უკვე ისარგებლეს მოქალაქეებმა, მათ ვისაც უკვე ჰქონდათ გარკვეული დანაზოგები დაგროვებლლი, ვისაც დაენიშნა პენსია და ეს თანხაც დაახლოებით 2 მლნ ლარს შეადგენს" , - განაცხადა გიორგი დანელიამ. 
 
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საპენსიო სააგენტომ გააფორმა სპეც დეპოზიტართან ხელშეკრულება, ამან საშუალება მისცა საინვესტიციო სამსახურს პორტფელის დივერსიფიკაცია.
 
"რაც ნიშნავს იმას რომ განიხილოს ინვესტიციის სხვადასხვა ალტერნატივები და შესაბამისად მათ შორის არის ინდექსში ინვესტირებაც რომელიც იმის შესაბამისად, როდის იქნება ყველაზე ხელსაყრელი მომენტი ინვესტირებისთვის  და როდის იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული სარგებელი ჩვენი მონაწილეებისთვის მაგის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ მნიშვნელოვანია ის შეზღუდვები და რეგულაციები რომელიც კანონში არის გაწერილი და ყველა ის კომპანია რომელიც რეგულაციებს და კრიტერიუმებს  დააკლაყოფილებს  რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესო იქნება", - დასძინა დანელიამ. 
337