BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ვფიქრობ, რომ საქართველო მხოლოდ ერთ ვაქცინაზე - „ფაიზერით“ ვაქცინაციაზე უნდა გადავიდეს - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის შეფასებით, საქართველოში ვაქცინაციის მართვის პროცესს პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებული პირები უნდა ჩამოშორდნენ. ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ TIA.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
 
ექსპერტის განმარტებით, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, უნდა იყოს შეთანხმებული, რომ ვაქცინაცია, არის აპოლიტიკური, ზეპოლიტიკური პროცესი.
 
"პანდემიურ პროცესს რაც შეეხება, ის არ უნდა მართოს არცერთმა პოლიტიკურმა გუნდმა, რაც სამწუხაროდ, დღეს გვაქვს საქართველოში და რის შედეგადაც დღეში 90 ადამიანი გვიკვდება. არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები არ უნდა იყვნენ პანდემიის მართვის სადავეებთან. ცუდ წრეში ვართ და, პრაქტიკულად, ყველანი ერთად მივდივართ უფსკრულისკენ. შესაბამისად, ეპიდემია უნდა მართონ პროფესიონალებმა..
 
ამასთან, ქვეყანა უნდა გადავიდეს ყველაზე ეფექტიან მედიკამენტებზე, რომლებიც დღეს არსებობს მსოფლიოში. ვფიქრობ, რომ საქართველო უნდა გადავიდეს მხოლოდ ერთ ვაქცინაზე „ფაიზერით“ ვაქცინაციაზე; სამედიცინო პირბადე უნდა იყოს უნივერსალური და აუცილებლად ყველგან; დისტანცია უნდა იყოს დაცული ასევე ყველგან. ზემოაღნიშნულს თუ გავითვალისწინებთ, პრობლემა მოგვარდება", - განაცხადა ჩვენთან ინტერვიუსას გიორგი ფხაკაძემ.
 
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღმდე, საქართველოში კოვიდ-19-ის 804,571 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 11,352 ადამიანი გარდაიცვალა.
391