BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეუწყდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო პირველ ნოემბერს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით გაითიშება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელმიკო" ავრცელებს. 
 
გლდანის რაიონი
 
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ლაზოს და ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
 
დიდუბის რაიონი
 
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მოსახლეობას.
 
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, ბელიაშვილის, ჩაჩავას, ბოცვაძის, ბალანჩიძის და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.
 
კრწანისის რაიონი
 
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის, გომის, თუმანიანის, იერუსალიმის, ასკანის და ჯვარედინის ქუჩების მოსახლეობას.
 
მთაწმინდის რაიონი
 
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭონქაძის, ყიფიანის, კოტეტიშვილის, ინგოროყვას, არსენას, ვეძინის, უკლებას, კრავეიშვილის, მთაწმინდის, ბესიკის, მოსიძის და ბერიძის ქუჩების მოსახლეობას.
 
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭონქაძის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას.
 
საბურთალოს რაიონი
 
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
 
გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თოფურიას, შავიშვილის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.
 
ჩუღურეთის რაიონი
 
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მეუნარგიას ქუჩის მოსახლეობას.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
 
 
377