BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

განიხილება თუ არა ტრანსპორტის, სკოლების და ბაღების ჩაკეტვა? - პაატა იმნაძის კომენტარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოედგილე პაატა იმნაძე, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, არჩევნების ჩატარებას ემხრობა. ამის შესახებ, მან, საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა. 
 
მისივე თქმით, ამ დროისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩაკეტვა, არ განიხილება. ასევე, არ იგეგმება ბაღების და სკოლების დახურვა.
 
BUSINESS TIME -ს კითხვაზე :- ემხრობით თუ არა არჩევნების ჩატარებას, მოცემული ეპიდვითარების გათვალისწინებით ? - “ჩაკეტვა არ განიხილება, არჩევნების ჩატარებას კი , ვემხრობი, მთავარია აცრები”- განაცხადა პაატა იმნაძემ.
 
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
3166