BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მიიღეთ რეგულაცია ჩვენს სექტორთან დაკავშირებით – ლევან ქოქიაშვილი მთავრობას მოუწოდებს

"გასტრონომიის ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ქოქიაშვილი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, მიიღონ რეგულაცია სექტორთან დაკავშირებით, რაც აუცრელი მომხმარებლების გამასპინძლებას ეხება.
 
მისივე თქმით, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ძალიან მალე ყველას მოუწევს მიხვედრა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს რესტორნებმა - „შავი ლომი“, „ნინიას ბაღი“, „კაფე ლეილა“, იმ ფონზე, როცა ასეთი სისწრაფით იზრდება კოვიდინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში.
 
„საქართველოს მთავრობა, მოგიწოდებთ სწრაფად მიიღოთ რეგულაცია ჩვენ სექტორთან დაკავშირებით. საფრანგეთის, იტალიის, ესტონეთის და სხვა ქვეყნების მაგალითი სახეზეა. კვების დაწესებულებებში PCR-ტესტის ან კოვიდპასპორტის საფუძველზე შეშვება ყველანაირ დისკრიმინაციას გამორიცხავს და ზრდის მომხმარებლის ნდობას, უსაფრთხოების შეგრძნებას და სარესტორნე ბიზნესის სტაბილურობას”, - აცხადებს ქოქიაშვილი.
 
როგორც მან bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რამდენიმე დღეში რესტორატორების შეხვედრა იგეგმება, რა დროსაც შეჯერდებიან იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადადგან ამ კუთხით.
382