BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 25.7 %-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 678.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.2 პროცენტით მეტია.
 
საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის წილი 2 605.5 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 25.7 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტმა 6 072.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 20.7 პროცენტით მეტი.
 
უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 3 467.4 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა.
157