BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

UNWTO-ს ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ

UNWTO-ს ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ. პორტუგალიაში ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად დასრულდა.  
 
გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით გამართული  ღონისძიების ფარგლებში გაცნობოდნენ ქართული ღვინის წარმოების კულტურას და ღვინის ტურიზმის პოტენციალს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადახვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრებთან. 
 
მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ტურისტული მიმართულება და ღვინის ტურიზმის პოტენციალი გააცნო.
 
”ჩვენ დავასრულეთ მონაწილეობა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რიგით მე-5 ღვინის საერთაშორისო კონფერენციაზე, ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი, დატვირთული, საინტერესო ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა მინისტერიალის ფარგლებში გვესაუბრა საქართველოს ღვინის ტურიზმის პოტენციალზე, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო. ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენეთ შესაძლებლობა ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების ჩასატარებლად, ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პირდაპირი რეისების მოლაპარაკებისთვის. რა თქმა უნდა ის რომ საქართველო მონაწილეობს ასეთი მაღალი რანგის ღონისძიებაში ეს არამხოლოდ ხელს უწყობს ტურიზმის პოპულარიზაციას და განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, არამედ ასევე ხელს უწყობს ღვინის ინდუსტრიის განვითარებას ქვეყანაში და რა თქმა უნდა მათ შემდგომ შესაძლო ექსპორტს ჩვენთვის სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებში, მათ შორის როგორიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
 
კონფერენციაზე ღვინის ტურიზმის მნიშვნელობა, კოვიდ პანდემიის პირობებში უსაფრთხო ტურიზმის აღდგენა და გლობალური გამოწვევები იყო განხილული.
 
”კონფერენციის ფარგლებში ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და აქტიური დისკუსიები ღვინის ტურიზმთან დაკავშირებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ასევე განხილულ იქნა პროდუქტის სწორად ფორმირების გზები, მათ შორის  კომბინაცია გასტრო ტურიზმთან და როგორ უნდა მოხდეს ამ ტურისტული პროდუქტის ეფექტური პოზიციონირება   საერთაშორისო ბაზარზე“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილმა.
245