BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ქართულმა ღვინოებმა საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსზე საპატიო ადგილები მოიპოვეს

ქართულმა ღვინოებმა საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსზე 1 ორმაგი ოქროს, 18 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს. როგორც Business Time-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
 
"MUNDUS VINI"-ის  ზაფხულის დეგუსტაციაზე ქართული ღვინის კომპანიის - „მეღვინეობა პი“ 2020 წლის საფერავმა ორმაგი ოქროს მედალი დაიმსახურა.
 
ოქროს მედლები მიიღეს:
 
„თელავის ღვინის მარანი“ 5 ოქროს მედალი: ქინძმარაული 2020,  საფერავი კონდოლი  2018, მუკუზანი 2019, სატრაპეზო ქვევრი 2018, რეზერვი 2012;
 
„მეღვინეობა შუმი“ 4 ოქროს მედალი: იბერიული ნაფარეული 2019, იბერიული ბიო რქაწითელი 2019, იბერიული მწვანე 2019, ვინობიზა საფერავი კაბერნე 2019;
 
„ასკანელი ძმები“ 2 ოქროს მედალი: რქაწითელი ქვევრი 2019, საფერავი ქვვერი 2019;
 
„ნაბერაული“ 2 ოქროს მედალი: საფერავი ძელშავი 2020, ტვიში 2020;
 
„მეღვინეობა წერეთელი“ - საფერავი ქვევრი 2019;
 
“ყვარლის მარანი”  - მუკუზანი;
 
“დუგლაძეების ღვინის კომპანია“ - საფერავი რეზერვი 2015;
 
„მეღვინეობა ხარება“  - საფერავი 2017;
 
“რთველისი” - მუკუზანი 2019;
 
ვერცხლის მედლები:
 
„ასკანელი ძმები“ 2 ვერცხლის მედალი: ცქრიალა ღვინო 2019, მუკუზანი პრემიუმი 2019;
 
„მეღვინეობა ხარება“ 2 ვერცხლის მედალი: მწვანე 2020, იმერული ციცქა 2020;
 
„რთველისი“ - საფერავი 2019; 
 
„მეღვინეობა შუმი“ - ვინობიზა წინანდალი პრემიუმი 2019;
 
“ნაბერაული” - ცოლიკოური 2020;
 
“თელავის ღვინის მარანი“ - სატრაპეზო საფერავი 2018.
 
მსგავს პრესტიჟულ კონკურსში წარმატება ქართული ღვინოების მაღალი ხარისხით არის განპირობებული. "MUNDUS VINI"-ის  ზაფხულის დეგუსტაციაში მსოფლიოს 35 ქვეყნდან 4500  ღვინო მონაწილეობდა.
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
271