BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, „გარდენია" დროებით დაილუქება

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, „გარდენია“ დროებით დაილუქება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის სამსახურში განუცხადეს, გვიან ღამით დაწესებულებაში ქორწილი გადაიხადეს, რის გამოც ტერიტორიის მფლობელი 2000 ლარით დაჯარიმდა, დღეს დილით კი, ობიექტის დალუქვის ღონისძიებები მიმდინარეობს.
 
„ადგილზე ქორწილი იყო. აღნიშნული ფაქტი გუშინ, ღამის საათებში დაფიქსირდა, რის გამოც შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა. დღეს დილით უკვე დალუქვის ღონისძიებები მიმდინარეობს“, - განმარტავენ შრომის ინსპექციის სამსახურში.
 
მათივე ცნობით, კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის, ბოლო 72 საათის განმავლობაში 5 ობიექტი დაილუქა და 6 დაჯარიმდა.
 
როგორც შრომის ინსპექციის სამსახურში აღნიშნავენ, ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა და დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი, მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.
190