BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ვინ უნდა აიცრას მესამე დოზით - ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო მიმდინარე კვირაში იმსჯელებს, რომ პროტოკოლში განისაზღვროს ჯგუფი, რომელიც ვაქცინის მესამე დოზით აიცრება.
 
„მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეულ ჯგუფზე, რომ გაიწეროს პროტოკოლში, ვისაც მესამე დოზა ექნება განსაზღვრული. ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება.
 
რაც შეეხება მასიურად მესამე დოზების გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს“- განაცხადა მინისტრმა.
1358