BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ივლისში საქართველოში 231,000 ვიზიტორი იმყოფებოდა

2021 წლის ივლისში საქართველოში 231,000 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით ტურისტული ნაკადი 403%-ით არის გაზრდილი, 2019 წელთან შედარებით კი ის 74%-ით ნაკლებია. შესაბამისად, ივლისში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 26%-ით აღდგა.
 
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ივლისის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 138,412 საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.
 
ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:
 
1 თურქეთი - 35 045 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 91,3%
2 რუსეთი - 25 059 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 497,9%
3 უკრაინა - 24 485 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 1932,0%
4 სომხეთი - 19 707 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 101,9%
5 ისრაელი - 17 554 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 70116,0%
6 საქართველო (არარეზიდენტი) - 14 962 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 293,3%
7 საუდის არაბეთი - 12 894 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 12035,0%
8 ყაზახეთი - 9 546 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 1684,3%
9 ბელარუსი - 9 422 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 993,0%
10 აზერბაიჯანი - 8 397 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 108,7%
11 ინდოეთი - 6 897 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 62600,0%
12 პოლონეთი - 5 713 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 17753,1%
13 უზბეკეთი - 3 430 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 151,3%
14 გერმანია - 2 960 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 3600,0%
15 აშშ - 2 754 ვიზიტორი, ზრდა 2020 წელთან 2034,9%
 
2021 წლის ივნისში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლის სახით $122.5 მილიონი დოლარი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ტურისტული შემოსავლის რეკორდული მოცულობაა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მთლიანობაში მიმდინარე წლის 6 თვეში ეკონომიკამ ტურიზმიდან $299.5 მილიონის შემოსავალი მიიღო. ივლისის ტურისტული შემოსავლის შესახებ ცნობილი სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.
375