BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გიორგი ფხაკაძე პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს გაერთიანდნენ და გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც არსებულ რთულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს.
 
როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, საქართველოში ძალიან რთული ეპიდსიტუაციაა, ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს გაერთიანდნენ და გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე.
 
„უნდა მოხდეს მთელი საზოგადოების მობილიზება, ყველა პოლიტიკური პარტიის. ახლა ხომ გაქვთ არჩევნები, აბა, თქვენ იცით, ხომ შეიძლება, გადადოთ პოლიტიკური მერკანტილური მიზნები და ადამიანთა სიცოცხლეების გადასარჩენად გაერთიანდეთ, რომ ოქტომბრამდე ცოცხალი მივიდეს თქვენი ამომრჩეველი?! ხომ უნდა ჩაგიგდოთ ვიღაცამ საარჩევნო ბიულეტენი?! ხოდა გადაარჩინეთ ეს ხალხი ახლა.
 
როცა ჩვენს ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციები დგებოდა, ჩვენ ვერთიანდებოდით. მჯერა, ამას ახლაც მოვახერხებთ. გადავდოთ უთანხმოებები და ხვალინდელ დღეზე ვიფიქროთ. ჯანმრთელობა გისურვებთ," - ამბობს გიორგი ფხაკა
1198