BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ბოლო 3 კვირაში, დაახლოებით, 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა კორონავირუსით - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში კორონავირუსით 4 ათასამდე ბავშვი დაინფიცირდა.
 
"ბოლო 3 კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 4 ათასამდე ბავშვის ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. საბედნიეროდ, ამ შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეა. ბავშვებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ჩარევა, თუმცა ვნახეთ მძიმე შემთხვევებიც, საუბედუროდ, 2 ახალშობილი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით, 350-მდე საწოლია მობილიზებული ბავშვებისთვის", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ "რუსთავი 2"–ის ეთერში.
117