BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კოლუმბეგოვი: თუ ქვეყანაში მეოთხე ტალღა დაიწყება, ტურისტი აქ არ ჩამოვა

სრული რეგულაციების მოხსნა, როდესაც მოსახლეობის 3 და 4%-ია აცრილი, უპრეცედენტოა, მსგავსი რამ არცერთ ქვეყანას არ უქნია, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კოლუმბეგოვმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას.
 
"თუ ჩვენს ქვეყანაში იქნება მეოთხე ტალღა, რა საკვირველია, ნებისმიერ ტურისტ ჩვენ რომ კარი გავუხსნათ, ქვეყნები ეტყვიან, რომ წაბრძანდით საქართველოში, მაგრამ რომ დაბრუნდებით სამშობლოში 2 კვირა მოგიწევთ კარანტინში ჩაჯდომა. შესაბამისად, ტურისტი აქ არ ჩამოვა", - განაცხადა კულუმბეგოვმა. 
1027