BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები კვლავ ცდილობენ, პარლამენტთან მიმდინარე მდუმარე აქციაზე შეიჭრან

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები კვლავ ცდილობენ, რომ პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიან, მდუმარე აქციაზე შეიჭრან, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევს. ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ პოლიციას. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალები მიიყვანეს.
 
ტერიტორიაზე მიიტანეს დამატებითი რკინის ჯებირებიც. ამ დროისთვის პოლიციას ქაშუეთთან შეკრებილი პრაიდის მოწინააღმდეგეები და პარლამენტთან მყოფი აქციის მონაწილეები ცოცხალი ჯაჭვითა და რკინის კონსტრუქციებით შექმნილი კედლით ჰყავს გაყოფილი.
 
ამასთან, გაიზარდა "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების რაოდენობაც. ისინი ცდილობენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ნივთი ესროლონ.
240