BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კოვიდგადატანილი პირები ვაქცინის გაკეთებას 4 თვეზე ნაკლებ დროში შეძლებენ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდგადატანილი პირები ვაქცინის გაკეთებას 4 თვეზე ნაკლებ დროში შეძლებენ.
 
როგორც გამყრელიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, კოვიდგადატანილი პირებისთვის ვაქცინის გაკეთების პერიოდის შემცირება ივლისში იგეგმება, როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინების რაოდენობა იქნება . თუმცა, ამირან გამყრელიძე არ აკონკრეტებს რამდენი თვის, ან კვირის შემდეგ შეძლებენ აღნიშნული პირები ვაქცინის გაკეთებას.
 
"ბევრ ქვეყანას აქვს 1-3 თვე, ზოგს კი 2 კვირა. ჩვენ საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების საფუძველზე ამას გადავხედავთ და ალბათ, ივლისში შემცირდება",- აღნიშნავს გამყრელიძე.
278