BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

წყალტუბოში ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

წყალტუბოში, სოფელ ოფურჩხეთში ნამოხვანჰესის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
 
ადგილობრივები ჰესის მშენებლობას ითხოვენ და მათზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ჰესის მოწინააღმდეგეების მხრიდან მათზე  ბულინგი და ფიზიკური ძალადობა ხორციელდება.
 
ადგილობრივების თქმით, მათ არ ეძლევათ სათანადო მუშაობის შესაძლებლობა. ისინი დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავენ და აცხადებენ, თუ არ მოხდება მათი უსაფრთხოების დაცვა, ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.
 
624