BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც WWW.BUSINESSTIME.GE უცვლელად გთავაზობთ:
 
"დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.
 
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო", - ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის განცხადებაში.
 
შეგახსენებთ: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია 14:00 საათზე გაითიშა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა დედაქალაქს და "ენერგოპროჯორჯიას" აბონენტების ნაწილს.
224