BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ენკა“ - კომპანია არ აპირებს „ნამახვანჰესის" გაჩერებას

სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია "ენკამ" ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ნათქვამია „ენკას“ განცხადებაში, რომელიც კომპანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
 
„კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - „ნამახვანჰესის" გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.
 
ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
442