BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, დაწყებულ საქმეს ყველა ერთად მივიყვანთ ბოლომდე

დარწმუნებული ვარ, დაწყებულ საქმეს ყველა ერთად მივიყვანთ ბოლომდე და სულ მალე თბილისი ნამდვილად იქნება გამორჩეული, თანამედროვე ევროპული სტანდარტების მქონე ქალაქი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
 
მისივე თქმით, მერიას სამომავლოდ ძალიან ამბიციური გეგმები აქვს და უკვე არსებობს დიღმის ჭალების პარკის, ვერის პარკისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტი, „რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი იქცეს თბილისის ფილტვებად“.
 
"4 წლის წინ როდესაც წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ვაკეთებდით და ვსაუბრობდით იმაზე როგორ წარმოგვედგინა თბილისის განვითარება ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ მიზნებს და დაპირებებს, თუმცა გარემოს დაცვის პოლიტიკა და თბილისის ეკოლოგიაზე ზრუნვა იმის მკაფიო მაგალითია, რომ თუკი არსებობს მიზანი და მის გარშემო გაერთიანებული კომპეტენტური გუნდი გადაულახავი ბარიერები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, დაწყებულ საქმეს ყველა ერთად მივიყვანთ ბოლომდე და სულ მალე თბილისი ნამდვილად იქნება გამორჩეული, თანამედროვე ევროპული სტანდარტების მქონე ქალაქი, სადაც განვითარება და აღმშენებლობა უმაღლესი გარემოსდაცვითი სტანდარტების კვალდაკვალ გაგრძელდება. ამ ქალაქს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონები გაჩნდეს დედაქალაქში. მომდევნო წლების განმავლობაში თბილისი აუცილებლად იქნება ყველაზე მწვანე ქალაქი, ყველაზე კომფორტული, კეთილმოწყობილი და ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიანს კომფორტულად ეცხოვრება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.რწმუნებული ვარ, დაწყებულ საქმეს ყველა ერთად მივიყვანთ ბოლომდე და სულ მალე თბილისი ნამდვილად იქნება გამორჩეული, თანამედროვე ევროპული სტანდარტების მქონე ქალაქი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
445