BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ბავშვთა გასართობ ცენტრებს გვინდა დავეხმაროთ, მათ 5 000-5 000 ლარი გადაეცემათ - კალაძე

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბავშვთა გასართობ ცენტრებზე ისაუბრა, რომლებიც მნიშვნელოვნად დაზარალდნენ პანდემიის გამო.
 
მისი თქმით, თბილისის მერიისგან დახმარებას მიიღებს 70-მდე ობიექტი და გაიცემა 350 000 ლარამდე სუბსიდია.
 
"ამ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებს პანდემია, თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. სექტორი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, არის ბავშვთა გასართობი ცენტრები. თქვენ იცით, ჩვენ რესტორნებისა და კაფე-ბარებისთვის გამოვყავით სპეციალური თანხები, რათა ისინი უფრო მომზადებულები შეხვედროდნენ ტურისტულ სეზონს. რაც შეეხება ბავშვთა გასართობ ცენტრებს, ისინი ყველაზე ადრე დაიხურნენ და ყველაზე გვიან განაგრძეს მუშაობა. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ მათ 5 000-5 000 ლარით. სუბსიდიას ყველა ის სუბიექტი მიიღებს, რომელიც რეგისტრირებულია 2020 წლის 28 ნოემბრამდე და დღემდე არ არის ლიკვიდირებული.
 
პროგრამაში მონაწილეობისა და ფინანსური დახმარების მისაღებად ორგანიზაციების წარმომადგენელებმა თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ განცხადება, თბილისის მერიის ვებგვერდზე მითითებული დეტალების გათვალისწინებით," - განაცხადა კახა კალაძემ.
 
 
397