BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ჯანმო მოგზაურებისთვის ვაქცინაციის პასპორტებს მხარს არ დაუჭერს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინაციის პასპორტებს მოგზაურობისთვის მხარს არ უჭერს. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით,  ამის მიზეზად ორგანიზაცია უთანასწორობას ასახელებს.
 
ასევე, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, ჯერ არ არის დადასტურებული, ახდენს თუ არა ვაქცინაცია ვირუსის გადაცემის პრევენციას.
 
რაც შეეხება კოვიდვაქცინების - "სინოფარმისა" და "სინოვაკის" საგანგებო მოხმარებისთვის დამტკიცებას, ამ საკითხს ორგანიზაცია აპრილის ბოლოს განიხილავს.
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
7621