BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი აღდგა

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი აღდგა. გახსნილია 177 ბაღი. 
 
ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის, კახაბერ გვანცელაძის თქმით, ყველა მათგანი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით გაიხსნა.
 
"შეზღუდულია მშობლების შესვლა დაწესებულებებში. აღმზრდელი ხვდება ყველა ბავშვს და შეყავს შენობაში, სადაც უტარდება თერმოსკრინინგი. ამის შემდეგ გადადის ის ძირითად ოთახში. თუ ბავშვს აღმოაჩნდება ტემპერატურა, ის მოთავსდება საიზოლაციო ოთახში. ამის შემდეგ ველოდებით მშობელს, რომელიც მას წაიყვანს".- თქვა გვანცელაძემ. 
 
მისივე თქმით, დაწესებულია რეგულაციები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე კვების კუთხით. 
 
"შემოვიღეთ ინდივიდუალური ჩანთები, სადაც არის განთავსებული ბავშვების ინდივიდუალური ნივთები". - ამბობს გვანცელაძე. 
 
ასევე, როგორც ბაღების სააგენტოს უფროსმა თქვა, გაწერილია ბავშვების ბაღში მიყვანის და გაყვანის გრაფიკი.
265