BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა.
 
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელს აეროპორტში დახვდნენ - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალი საბანაძე.
 
1-ელ მარტს შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც მათი ერთობლივი განცხადებები გაკეთდება პრესისთვის .
 
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , არჩილ თალაკვაძეს, ასევე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს.
 
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ეწვევა საოკუპაციო ხაზს, დაესწრება ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას.
 
შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.
347