BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

შსს-ს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან კიბერშეტევა განხორციელდა

23 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე  სხვადასხვა ქვეყნებიდან კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიული მოქმედებების შედეგად შეტევა აღკვეთა. 
 
გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.
 

 

214