BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში შემოსვლასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში შემოსვლასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული.
 
საქმე იმაშია, რომ, დაახლოებით, 2 საათის წინ თავად გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
 
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოვლით (შემოსავლელ) საავტომობილო გზაზე, მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რთული მეტეოროლოგიური პირობების, კერძოდ ლიპყინულის, ქარისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მოძრაობა დაახოლებით 3 საათის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ ეტაპზე, აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. თბილისის შემოვლითი გზა იწყება ზაჰესის ხიდიდან და უერთდება რუსთავი-წითელი ხიდის გზას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზით უმეტესად ტრანზიტული ტრანსპორტი მოძრაობს“, - ნათქვამია უახლეს ინფორმაციაში.
167