BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

GPC: „ჩვენს სააფთიაქო ქსელში ყველა პროდუქტს გააჩნია ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატი“

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის, პროფესორი გიორგი ფხაკაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო "Business Time"-მა სააფთიაქო ქსელ ჯპს-ის (GPC) კითხვით მიმართა.
 
როგორც ჯპს-ში განგვიცხადეს, სააფთიაქო ქსელში არსებულ ყველა პროდუქტს  შესაბამისი სერტიფიკატი გააჩნია. 
 
"ჩვენს სააფთიაქო ქსელში ყველა პროდუქტს გააჩნია ხარისხის შესაბამისი სერტიფიკატი, მათ შორის სამედიცინო პირბადეებსაც", - განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო "Business Time"-ს.
 
შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ “ჯიპისი” და “ფარმადეპო” არასამედიცინო პირბადის გაყიდვის გამო გააკრიტიკა.
2209