BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„გიორგი გახარია პოსტს არ ტოვებს“ - დავით ზალკანიანი

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია პოსტს არ ტოვებს. მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა მედიის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას და თქვა, რომ ეს იმდენად არასერიოზული და აბსურდული ინფორმაციაა, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება არ ღირს.
 
„არავინ არანაირ პოსტს არ ტოვებს. გიორგი გახარია ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობას, ის არის ძალიან სერიოზული, ღირსეული სახელმწიფო მოხელე, მოღვაწე, პოლიტიკოსი, რომელიც ახორციელებს რეფორმებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.
 
მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით, ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე პანდემიის კუთხით. ზუსტად ახლა არის საჭირო ერთიანობა და გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადებაა“, - განაცხადა ზალკალიანმა.
213