BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გამოკითხული მოსახლეობის 41% ამბობს, რომ ვაქცინას გაიკეთებს, 41% კი - უარზეა

„კორონავირუსის საწინააღმდეგი ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები?“ - ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელიც NDI-მ კვლევის ფარგლებში დასვა.
 
აღსანიშნავია, რომ დეკემბერში აღნიშნულ შეკითხვას დადებითი პასუხი რესპონდენტების 41%-მა გასცა, მაშინ როცა ივნისში ვაქცინაციაზე თანახმა მხოლოდ 38% იყო. Covid-19-ის აცრის გაკეთების წინააღმდეგია რესპონდენტების 41%, მაშინ როცა ივნისში 46% იყო უარზე.
 
ამასთან, გაზრდილია იმ მოქალაქეების პროცენტული მაჩვენებელი, რომელმაც არ იცის, covid-19-ზე აიცრება თუ - არა: ივნისში 15% იყო, დეკემბერში კი - 17%.
 
NDI-ის კვლევის მიგნებების მიხედვით, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე - ქალები. ასევე, მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.
 
ცნობისთვის: NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, რომლის დროსაც წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,053 მოქალაქე გამოიკითხა.
421